მეგობრობა სიყვარული სიცოცხლე დრო და სიტყვებიც
ვიყიდებით ადამიანები....
ყველა იმ განსაკუთრებული ნიშან-თვისებით რაც ბუნებრივად გვაქ მონიჭებული და რაც ინდივიდუალიზმს გვანიჭებს.
ვყიდით ყველაფერს! საკუთარ შვილსაც კი მიზეზს კი კვლავ მატერიალურ საკითხთან მივყავართ და მაინც რატომ ვიქცევით ასე ნუთუ ადამიანობა ამ ყველაფერზე მეტად არ ფასობს????
ვყიდით სიყვარულს! არჩევანს ფულიან ადამიანზე ვაკეთებთ მომავალზე ფიქრით და უზრუნველყოფით და ნუთუ ერთი ბედნიერი წუთი, ნამდვილი სიყვარული არ გვიღირს ძვირადღირებულ და უზრუნველ მომავლად?????
ვყიდით მეგობრებს! შესაძლებლობის შესაბამისად, ყველაფერი საუკეთესო მხოლოდ ჩვენთვის გვიღირს კი ისეთი ადამიანი რომელიც ნებისმიერ დროს მოგვისმენს, გაგვიგებს, გვანუგეშებს და მხარში დაგვიდგება, გვაპატიებს ყველაფერს და არ გაგვაკრიტიკებს ჩადენილის გამო ნუთუ გვიღირს ასეთი ადამიანი მატერიალურ ფასეულობად????
ვყიდით სიტყვებს! ხო ზოგი შანტაჟით ზოგი მოგონილი ჭორით და კიდევ არაერთი გზით მიზანი ისევ მატერიალური უზრუნველყოფააა და მაინც გვიღირს კი ეს ყველაფერი ამად??
ვყიდით სიცოცხლეს!! ძვირად საკმაოდ ძვირად, ზოგს აქვს სიცოცხლის უფლება ზოგისთვის კი ძვირი სიამოვნებაა და მხოლოდ იმიტომ რომ არ გაქ საშუალება არ გაქ ამის უფლება.
ვყიდით ყველაფერს და თანაც ისე რომ არ უფიქრდებით ამით რას ვიღებთ ან რას ვკარგავთ
ცხოვრებაში ყოველთვის იარსებებს მატერიალურზე მეტი ფასეულობები,რომლებიც უნდა აღმოვაჩინოთ დავაფასოთ და გაყიდვის მაგივრად შევიძინოთ, შევიძინოთ ჩვენდა სასიკეთოთ გაუზიარეთ ერთმანეთს სიყვარული,სითბო,სიხარული,მეგობრობა,ადამიანობა,სიცოცხლე ყველაფერი ის რაც ბუნებრივია და არ საჭიროებს მატერიალობას.ერთადერთი რისი გაკეთებაც ამ ცხოვრებაში ადამიანებს შეგვიძია,საკუთრი "მე"-ს შენრჩუნებაა.
No comments:
Post a Comment