Monday, February 3, 2014

უსიყვარულობა.... და .....სიკვდილი

ყოველთვის უმტკიცებთ ჩვენს თავს,რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია მიაღწიო წარმატებას დაიპყრო მწვერვალები გქონდეს ბევრი ფული და მიიღო ყველაფრი რაც გინდა,
მაგრამ როცა ეს ყველაფერი გაქ, ან არ გაქ და  რაღაც ეტაპზე გიწევს გაჩერება ხვდები, რომ სულ  მარტო ხარ და სულაც არ გჭირდება ბედნიერებისთის ეს ყველაფერი და არც ისეთი მნიშვნელოვანია ვიდრე გეგონა...
ადრე თუ გვიან, ცოტახნით თუ დიდხანს ყველა ადამიანი მარტოა და ამ მარტოობის ეშინიათ
თითქმის ყოველდღე მესმის რომ, ვიღაც თავს იკლავს მიზეზი კი არავინ იცის. ხუმრობენ კიდეც,  გუშინ ვნახე იცინოდაო, ხოოო ნამდვილად იცინოდა, მაგრამ ჩვენ არც ერთმა არ დავინახეთ ამ ღიმილს მიღმა დამალული სევდა. ასეა ყველაზე მხიარულები ყველაზე სევდიანები არიან. ეს ადამიანები იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან ვისაც აწუხებთ როცა შენ გტკივა ან განიცდი  და როცა თავადაც გრძნობენ ამას, ცდილობენ დამალონ, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ განიცადო ან არ დასცინო ან არ შეიბრალო,გეუბნებიან რომ იზიარებენ შენ ტკივილს მაგრამ არ იციან რას გრძნობ შენ და მხოლოდ ფორმალურად იხდიან ვალს ადამიანებმა დაკარგეს გრძნობები .............
ახლა, ყველაფერი ისეთი უფერულია, როგორც წვიმის დროს დასველებული ნახატი ,რომელზეც ძნელად თუ გაარკვევ რა იყო........
თუ გინდა იცხოვრო ძლიერი უნდა იყო რომ უყურებდე სიყალბეს, არ გეცინებოდეს და იცინოდე, არ გინდოდეს და მაინც აკეთებდე
ძნელია....
მომეცით სიცოცხლის უფლება, მომეცით უფლება მიყვარდეთ და ეს სიტყვა კი არ გაოცებდეთ  როცა გეტყვით არამედ თქვენგანაც მესმოდეს („მეც“),ახლა რომ გითხრათ გიჟად ჩამთვლით ან იმას მიაწერთ რომ ბედნიერი ვარ ან  უბრალოდ სიკვდილს ვაპირებ
მაგრამ არა მე მინდა იცოდეთ,იცოდეთ რომ მიყვარხართ მე შემიძია დავინახო მეტი მე შემიძლია უანგაროდ მიყვარდეთ მე შემიძია გავიზიარო როცა გეტკინებათ და უბრალოდ ისეთი მიგიღოთ  როგორიც ხართ
სიკვდილის მიზეზი ესაა  უსიყვარულობა როცა გინდა გესმოდეს და არ გესმის, გინდა ხედავდე და ვერ ხედავ, გინდა გრძნობდე და ვერ გრძნობ, და როცა ამ ყველაფერს ვეღარ უძლებ მაშინ კვდები და აღარ აქ მნიშვნელობა სიცოცხლეს, რადგან კი არ  ცხოვრობ უბრალოდ არსებობ, ეს გულს გტკენს და უმნიშვნელოს ქმნის ყველაფერს, იმდენად უმნიშვნელოს რომ მზად ხარ შეწყვიტო სუნთქვა შეახსენო შენი თავი რომ არსებობდი და გიყვარდა ისინი.


No comments:

Post a Comment