როგორ მძულს ეს სიტყვა როგორ მზღუდავს და მაბრკოლებს,რა შემზარავი სანახავია ადამიანი ჩარჩო-ში,რამდენი მიფიქრია ამ ერთ და ბევრი მნიშვნელობის მქონე სიტყვაზე.
შეზღუდული უფლებები, დაბრკოლებების გადალახვის შიში, საკუთარ თავში ჩაკეტვა ამ ყველაფერს ჩარჩო ქმნის. აი, თუნდაც გავიხსენოთ ბავშობა რა თავისუფლები ვიყავით ვაშავებდით და ყველაფერს გვპატიობდნენ,გვინდოდა და შეძლებისდაგვარად ყველაფერი გვქონდა ცოტა გავიზარდეთ და უკვე კანონები დაგვიწესესს,ოჯახიდან ბაღში მისულს კიდევ წინაღობები შეგვხვდა უკვე მორჩილება გვასწავლეს,მერე სკოლა იქაც ანალოგიურად და რა მოხდა შემდეგ??ისევ იგივე დავამთავრეთ სკოლა და კიდე ჩარჩო-ს დიდი კედელი აღიმართა ჩვენს წინ, ეს იყო სტუდენტობის და ჩაბარების პროცესი კიდე ერთი სირთულე,ცხოვრება ამით როდი გვზღუდავს ეს მხოლოდ მცირე ეტაპია,მისი. ამას მოყვება სამსახურის შოვნის მოლოდინი, ცდა, იმედგაცრუება ისევ ჩარჩო და ისევ კანონები აი სწორედ ამ დროს იწყება ბრძოლა გადარჩენისთის და უკვეჩარჩო-ში ხარ იმიტო რო არ შეგიძია აკეეთო ის რაც გინდა და როგორც გინდა,ასე ხდება ყოველდღიურად სხვადასხვა და უმნიშვნელო დაბრკოლებები გვზღუდავს და გვაბრკოლებს გვეშიანია საკუთარი სიტყვის რადგან ვიცით რო ამის გამო შეიძლება რამე დავკარგოთ.სამწუხაროა და რატომ ხდება ასე?? სად ქრება ბავშობის სურვილები,კაპრიზები და მიზნები, ოცნებები???რამდენი მიფიქრია ამ კითხვაზე ისევ და სწორედ ჩარჩო-მდე მივყავარ პასუხებს,არ ვიცი ეს სიტყვა ასე ცუდად რატო მოქმედებს ჩემზე რა ხშირად მიგრძვნია მისი არსებობა,თუმცა არსებობს სურვილის ძალა, რომელსაც ნამდვილად შეუძია ჩარჩო-დან ამოშლა,ეს ის ძალაა საკუთარ თავში რო უნდა იპოვოს ყველა ადამიანმა და ამ მარწუხებიდან ამოვიდეს. განთავისუფლდით, გჯეროდეთ რო თქვენი სურვილები ასრულებადია, ეძებეთ ყველაფერში დადებითი,პრობლემებს შეხედეთ როგორც ცხოვრების მაგალითს ან მარტივ ამოცანად წარმოიდგინეთ,დასახეთ მიზნები შეიყვარეთ ადამიანები,ისწავლეთ შეცდომებზე, საკუთარ თავს გაუმეორეთ რომ თქვენ განსაკუთრებული ხართ,აღიარეთ შეცდომები, არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს და წარუმატებლობებს,გაიღიმეთ,იყავით ბედნიერები, გამოხატეთ გრძნობები და თქვნ აუცილებლად მიაღწევთ მიზანს აიხდენთ ოცნებებს და იგრძნობთ თავისუფლება-ს,რისი საშუალეაც ჩარჩო-ს მიღმა დარჩნილს არ მოგეცემათ....
No comments:
Post a Comment